მთავარი / HTML / პირველი ნაბიჯები - დამატება  

ნაბიჯი 40 - ვაკეთებთ ჩამონათვალს - გაგრძელება.

დალაგებული ჩამონათვალი ტეგ <ol>-ით იწერება:


     
<ol>
...
</ol>


ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, აქაც <li> ტეგია საჭირო:


     
<ol>
<li>პირველი ტექსტი
<li>მეორე ტექსტი
<li>მესამე ტექსტი
<li>მეოთხე ტექსტი
</ol>


და ვიღებთ შემდეგს:

  1. პირველი ტექსტი
  2. მეორე ტექსტი
  3. მესამე ტექსტი
  4. მეოთხე ტექსტი
ატრიბუტ type-ს <ol> ტეგისთვის უფრო მეტი მნიშვნელობა გააჩნია:

1არაბული ციფრები1, 2, 3, ...
aპატარა ინგლისური ასოებიa, b, c, ...
Aდიდი ინგლისური ასოებიA, B, C, ...
iპატარა რომაული ასოებიi, ii, iii, ...
Iდიდი რომაული ასოებიI, II, III, ...


მგონი გასაგებია. მაგალითისთვის დავწეროთ ასეთი კოდი:


     
<ol type="I">
<li>პირველი ტექსტი
<li>მეორე ტექსტი
<li>მესამე ტექსტი
<li>მეოთხე ტექსტი
</ol>


შედეგი ასეთი იქნება:

  1. პირველი ტექსტი
  2. მეორე ტექსტი
  3. მესამე ტექსტი
  4. მეოთხე ტექსტი
სიებთან ჩვენი ნაცნობობა აქ მთავრდება, მაგრამ დამთავრებამდე გაგიმხელთ, რომ ბრაუზერისთვის სულერთია, თუ რომელი სახის ჩამონათვალთან რა სახის აღნიშვნას იხმართ. მაგალითად <ol> ტეგთან თავისუფლად შეიძლება type="circle"-ის გამოყენება ;) ეს ორი განსხვავებული ტეგი უბრალოდ თქვენ გეხმარებათ სიის სახეობის გარჩევაში, მაგრამ არა მგონია, ეს ძალიან გამოგადგეთ. ასე რომ, შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი რომელიმე და მხოლოდ ის გამოიყენოთ, მაგრამ თუ არ გეზარებათ დამახსოვრება(დიდი შრომა მაინც არ უნდა), ეს ტეგები და მნიშვნელობები წესისამებრ გამოიყენეთ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.