ნაბიჯი 41 - რა არის მორბენალი სტრიქონი. ამ ნაბიჯში მორბენალი სტრიქონის შემქმნელ ტეგს - <marquee>-ს შევისწავლით. თუმცა ეს ტეგი მხოლოდ IE-ში ფუნქციონირებს, დამწყებთა მთელი არმია მაინც აქტიურად იყენებს მას თავის საიტზე. განვიხილოთ ამ ტეგის პლიუსები და მინუსები, შემდეგ კი თქვენ გადაწყვიტეთ, გამოიყენებთ თუ არა მას.
ყველაფერი ძალიან მარტივია, არც ატრიბუტებია უცნობი, ამიტომ მათ ახსნას აღარ დავიწყებ.
მორბენალი სტრიქონის ტეგში hspace-ს, vspace-ს და align-ის ჩამატებაც შეიძლება, ოღონდ ჯერ წინა თავებს გადახედეთ და გაიხსენეთ :)
ატრიბუტი loop, რომელიც ზედა მორბენალ სტრიქონშია ჩამატებული, სტრიქონის ტრიალის რაოდენობას განსაზღვრავს. მაგალითში მისი მნიშვნელობა 2-ის ტოლია, ამიტომ სტრიქონიც ორჯერ დატრიალდება.
<marquee>-სთვის კიდევ ბევრი ატრიბუტის მითითება შეიძლება. მათ აქაც განვიხილავთ, მაგრამ მეტი მაგალითი აღარ იქნება, თვითონ შეადგინეთ. Direction - მორბენალი სტრიქონის მიმართულება. აქვს ოთხი მნიშვნელობა - right(მარჯვნივ), left(მარცხნივ), up(ზევით), down(ქვევით). Behavior - სტრიქონის ქცევის განმსაზღვრელი. აქვს სამი მნიშვნელობა:
და ბოლოს Scrollamount - სტრიქონის მოძრაობის სიჩქარე. შეიძლება ჰქონდეს 1-დან 10-მდე მნიშვნელობა. 1 ნიშნავს ყველაზე ნელს, 10 ყველაზე ჩქარს. ტექნიკური მხარე დამთავრებულია, გადავიდეთ ესთეტიურზე. ერთი წუთით დაბრუნდით გვერდის თავში და დაიწყეთ კითხვა. მორბენალი სტრიქონი ტექსტზე კონცენტრირებაში აუცილებლად ხელს შეგიშლით, მაინცდამაინც არც პროფესიონალურ ნამუშევარს გავს(ამიტომაა ის მხოლოდ დამწყებებში პოპულარული). თვითონ მორბენალი სტრიქონის ტექსტი კი წასაკითხად ძნელია, მითუმეტეს თუ წინ და უკან და მაღალი სიჩქარით მოძრაობს. IE-ს გარდა ვერცერთი ბრაუზერი აჩვენებს(თუმცა ამ პრობლემის მოგვარება სკრიპტების ან CSS-ის გამოყენებით შეიძლება)... ეს მიზეზები დასაფიქრებლად ნამდვილად იკმარებს. კარგად აწონ-დაწონეთ ყველა ნაკლი თუ უპირატესობა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეთ, ნამდვილად გჭირდებათ ის, თუ არა. მე არ გირჩევდით მის გამოყენებას. უმჯობესია ერთი-ორჯერ განათავსოთ საიტზე ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, შემდეგ კი მისი ადგილი სხვა უფრო პრაქტიკულ კონტენტს დაუთმოთ.
<<< ნაბიჯი 40: უკან | წინ: ნაბიჯი 42 >>>
|