ნაბიჯი 39 - ვაკეთებთ ჩამონათვალს. ამ სახელმძღვანელოს ბევრ ნაბიჯში ჩამონათვალია გამოყენებული. მგონი არც თქვენ გაწყენდათ მათზე ვარჯიში. ჩამონათვალის გაკეთება ორი ტეგით შეიძლება. ერთი მათგანი ეგრეთწოდებულ "დაულაგებელ", მეორე კი "დალაგებულ" სიებს აკეთებს. ეს დაულაგებელი ჩამონათვალია:
დაულაგებელი სიების ტეგს <ul> ჰქვია:
ეს ტეგი ჩამონათვალის დაწყებას და დასრულებას ნიშნავს, მის შიგნით კი ტეგი <li> სიის ახალ ელემენტს აღნიშნავს:
და გვერდზე ასეთ სიას ვიღებთ:
თუმცა კოდერები ტეგ <ul></ul>-ს ხშირად არასტანდარტულადაც იყენებენ. საქმე იმაშია, რომ მხოლოდ ამ ტეგში მოქცეული ტექსტის ყველა ხაზი აბზაცით იწყება, ხოლო ტეგის დახურვის შემდეგ მომდევნო ტექსტი ერთი ხაზით ქვემოთ ინაცვლებს. კოდი ასე გამოიყურება:
<ul>ტექსტი</ul> ეს ზედმეტი ცხრილისგან განთავისუფლების საშუალებას იძლევა. მითუმეტეს, რომ ამ ტეგის ერთმანეთში რამოდენიმეჯერ ჩასმაც შეიძლება: <ul><ul>ტექსტი</ul></ul> <ul><ul><ul>ტექსტი</ul></ul></ul>
<<< ნაბიჯი 31: უკან | წინ: ნაბიჯი 40 >>>
|