ნაბიჯი 38 - ვაცილებთ დაშორებას ბროუზერის კედლებსა და კონტენტს შორის. თუ ოდესმე შეგიმჩნევიათ, ბროუზერი გვერდს, ისევე როგორც ფრეიმს, გარშემო უხილავ ჩარჩოს არტყამს, ანუ კონტენტს გვერდის კედლებს გარკვეული მანძილით აცილებს. მოცილების ხერხი იგივეა, რაც ფრეიმებში: დავუშვათ, გვაქვს ასეთი გვერდი და ასეთის მიღება გვინდა. ამისთვის საკმარისია ტეგ body-ში topmargin და leftmargin ჩავამატოთ: <Body text="#000000" bgcolor="ffffff" topmargin="0" leftmargin="0"> topmargin იგივეს აკეთებს, რასაც უკვე ნაცნობი marginheight, leftmargin კი იგივეს, რასაც ასევე ნაცნობი marginwidth. მაშინ რაღა საჭიროა ორი წყვილი? საჭიროა იმისთვის, რომ გვერდი უფრო მეტმა ბრაუზერმა აჩვენოს ისე, როგორც შემქმნელმა იგულისხმა. მაგრამ ამ დროს ხომ body ტეგში მინიმუმ ორი წყვილი ერთიდაიმავე მნიშვნელობის მქონე ატრიბუტი გვიჩნდება, თუ კიდევ rightmargin-ს და bottommargin-ს არ ჩავთვლით, რომლებიც ქვედა და მარჯვენა გვერდებთან აქრობს დაშორებას? სამწუხაროდ, დღეს არსებული მრავალი ბრაუზრიდან ყველას თავისი განსაკუთრებული, მაგრამ ერთნაირი მნიშვნელობის მქონე ატრიბუტები აქვს. ეს მწარმოებლების უაზრო ახირებაა, მაგრამ რატომ უნდა ისჯებოდეს ამისთის სრულიად უდანაშაულო ვებ-მასტერი? დამშვიდდით, მართლმსაჯულება აღსრულებულია და ქვეყნად უკვე არსებობს CSS. მას ამ სახელმძღვანელოში არ განვიხილავთ, თუმცა ერთ პატარა ხრიკს მაინც გასწავლით. ჩვეულებრივი ჩაწერისას ასეთ მონსტრს ვიღებთ(თუ სხვა ატრიბუტებს აღარ მივუმატებთ): <body rightmargin="0" bottommargin="0" topmargin="0" leftmargin="0" marginwidth="0" marginheight="0"> თუმცა შეგვიძლია <head></head> ტეგში ასეთი კოდი ჩავამატოთ:
და პრობლემაც გადაჭრილია - body ტეგის ათასნაირი ატრიბუტებით გავსება არ გვიწევს, შედეგი კი იგივეა.
<<< ნაბიჯი 37: უკან | წინ: ნაბიჯი 39 >>>
|