ნაბიჯი 19 - რუკები - როგორ გავხადოთ სურათის ნაწილი ბმული? ნაწილი 3 ამ ნაბიჯში მრავალკუთხედების სწავლით <map> ტეგზე საუბარს მოვრჩებით. თუმცა თემა ამით არ ამოიწურება, მაგრამ მთავარი გავლილი გვექნება. შევხედოთ ზოგად სახეს: როგორც ვიცით, მრავალკუთხედებში კოორდინატების რაოდენობა შეზღუდული არაა. ასე რომ, შეგვიძლია ნებისმიერი ორგანზომილებიანი ფიგურა შევქმნათ. შექმნის პრინციპი კი მარტივია: თქვენ წერთ კოორდინატებს, HTML კი მიმდევრობით აერთებს მათ. საბოლოოდ კი სასურველი ფიგურა მიიღება. ამ ნაბიჯზე სამუშაოს N2 ფიგურაზე ჩავატარებთ, N1-ზე კი თქვენ იმუშავეთ. თავიდან მივუთითოთ არეს სახე:
მივუწეროთ კოორდინატები(ზოგადი სახე): <area shape="poly" coords="x1,y1,x2,y2,...,xN,yN"> გამოვიყენოთ ზოგადი სახე ჩვენი შემთხვევისთვის:
10 კოორდინატი გვაქვს, ე.ი. ხუთკუთხედი უნდა მივიღოთ. მივუწეროთ არეს ბმულის მისამართი და დავაკავშიროთ რუკა სურათთან:
ვნახოთ, რა გამოვიდა:
არ დაგავიწყდეთ იგივეს გაკეთება ექვსკუთხედისთვის(კოორდინატებია 54, 20, 109, 20, 147, 58, 109, 96, 54, 96, 16, 58). ახლა კი ცოტა რუკების თავისებურებებზე: 1 - რა თქმა უნდა, ერთდროულად შეიძლება ორი ან მეტი არეს ერთად გამოყენება:
2 - შეიძლება მოხდეს ისე, რომ არეებმა ერთმანეთი გადაკვეთოს. უბრალოდ იმოქმედებს იმ არეს ბმული, რომელიც სიაში პირველია.
3 - ასოების დიდ-პატარაობას მნიშვნელობა აქვს, ანუ თუ usemap="#RUKA" და <map name="ruka">, ისინი ერთმანეთთან არ დაკავშირდებიან. რუკებზე საუბარი დამთავრებულია, მაგრამ სწავლა გრძელდება :)
<<< ნაბიჯი 18: უკან | წინ: ნაბიჯი 20 >>>
|