ნაბიჯი 20 - შიდა ბმულები ამ ნაბიჯში ისევ ბმულებზე გვექნება საუბარი. ამჯერად ბმულების საკმაოდ გამოსადეგ ნაწილს - შიდა ბმულებს განვიხილავთ. შიდა ბმული ეწოდება ბმულს, რომელსაც იმავე გვერდის რომელიღაც ნაწილზე გადაყავხართ, ანუ თუ თქვენ გაქვთ საკმაოდ დიდი გვერდი და გინდათ, რომ თქვენმა მომხმარებელმა უწვალებლად მიაგნოს მისთვის საჭირო ნაწილს, გვერდის თავში აკეთებთ შიდა ბმულებს, რომლებზე დაჭერითაც მომხმარებელი პირდაპირ გადადის გვერდის საჭირო ნაწილზე. მოკლედ, დავიკაპიწეთ ხელები და შევუდექით მუშაობას:
დააკვირდით მიბმული ადგილების სათაურების კოდს, ჩვეულებრივი სათაურის ტეგის გარდა მათ გააჩნიათ კოდი <a name="...">. მრავალწერტილების ნაცვლად ჩაწერილი ტექსტი კი ზედა ბმულის მისამართს ემთხვევა იმ განსხვავებით, რომ ბმულის მისამართს წინ # აქვს დასმული. ალბათ მიხვდით, რომ ბმული და ლექსის სათაური რაღაცით არიან დაკავშირებული და ამ რაღაცას შიდა ბმული ჰქვია. მისი წყალობით საჭირო მიბმული ადგილის სანახავად მომხმარებელს რამდენიმე წუთიანი ძიება კი არა, ერთი წკაპი სჭირდება. ალბათ დაკავშირების ხერხსაც მიხვდით, მაგრამ მაინც ჩამოვაყალიბოთ: ტექსტის იმ ნაწილს, რომელთანაც შიდა ბმულის მიბმა გვინდა, ვარქმევთ სახელს <a name="..."> კოდის გამოყენებით, ბმულს კი მისამართში "#+<a name>-ის მნიშვნელობა"-ს ვუწერთ. ძიეზი ბმულის მისამართის წინ ბრაუზერს ატყობინებს, რომ მისამართი იგივე გვერდში უნდა ეძებოს. შიდა ბმული არა მარტო იგივე გვერდიდან შეიძლება გამოიძახოთ. შეიძლება სხვა გვერდში ბმულს ასეთი მისამართი მიუთითოთ: <A href="სხვა.html#3">შიდა ბმული სხვა გვერდზე</A> მაგრამ ნურასოდეს გააკეთებთ ასე:
ნუ აურევთ დიდ და პატარა ასოებს ერთმანეთში - შეიძლება ვინდოუსი ამას გპატიობთ, მაგრამ HTML არ გაპატიებთ :)
გილოცავთ! თქვენ დაამთავრეთ თავი "უმარტივესი ცნებები" და შემდეგი ნაბიჯებიდან ცხრილებს გავეცნობით. წარმატებას გისურვებთ!
<<< ნაბიჯი 19: უკან | წინ: ნაბიჯი 21 >>>
|