ნაბიჯი 18 - რუკები - როგორ გავხადოთ სურათის ნაწილი ბმული? ნაწილი 2 მართკუთხედის ფორმის არეს გაკეთება უკვე ვისწავლეთ. გადავიდეთ წრეწირზე. მივუთითოთ არეს ტიპი:
როგორც ვიცით, წრეწირის ფორმის არეს გასაკეთებლად მისი ცენტრის კოორდინატები და რადიუსი გვჭირდება. ჩანაწერი ასეთი იქნება:
<area shape="circle" coords="x,y,R"> სამუშაო ისევ N1 ფიგურაზე ვაწარმოოთ. area-სთვის საჭირო კოორდინატებია 46, 48, 35. ჩავწეროთ:
ახლა, ჩავწეროთ ბმულის მისამართი და მივაბათ რუკა სურათს:
ნებისმიერ არეს შეიძლება თავისი მინიშნება მიეთითოს, ეს თქვენს სტუმარს გარკვევას გაუადვილებს. თუმცა ჩვენ მხოლოდ ერთი არე გვაქვს, ანუ დამაბნეველი არაფერია, მაგრამ თვალსაჩინოებისთის მაინც მივუთითოთ მინიშნება:
ახლა ცოტა ხნით გააჩერეთ კურსორი პატარა წრეწირთან, როცა მინიშნებას დაინახავთ, დააკლიკეთ. მინიშნების გამოჩენამდეც შეიძლება, რა თქმა უნდა :) უბრალოდ მინიშნებას ვერ დაინახავთ.
ახლა თქვენ სცადეთ იგივე მეორე წრეწირზე გააკეთოთ(კოორდინატებია 158, 75, 53).
<<< ნაბიჯი 17: უკან | წინ: ნაბიჯი 19 >>>
|