მთავარი / HTML / პირველი ნაბიჯები - უმარტივესი ცნებები  

ნაბიჯი 3 - აუცილებელი ტეგები


<html>
<head>
<title>პირველი ნაბიჯები</title>
<META HTTP-EQUIV="Content-Type" Content="text/html; Charset=utf-8">
</head>
<body>
მოგესალმებით! ეს ჩემი პირველი ვებ-გვერდია!
</body>
</html> (ვნახოთ)


ალბათ გაინტერესებთ, რას ნიშნავს სურათი, რომელიც კოდის მარცხნივაა აწებებული უკვე მესამე თავია და რომელზეც სიტყვა არ დამიძრავს :) რახან უკვე ვიცით, რას ნიშნავს ტეგი და რა აგებულება აქვს მას, უკვე დროა ეს სურათიც გავარჩიოთ.

სურათზე HTML-ისა და ადამიანის მსგავსებაა გამოსახული. ჩვენ გაგვაჩნია სხეული, თავი და ტანი. HTML-საც იგივე აგებულება აქვს, მაგრამ მის აგებულებას ტეგები შემოსაზღვრავს.

მსგავსება რომ ჩამოვაყალიბოთ, მივიღებთ:

  1. <html>...</html> - დოკუმენტის სხეული
  2. <head>...</head> - დოკუმენტის თავი
  3. <body>...</body> - დოკუმენტის ტანი
პირველი ტეგით იწყება და მთავრდება გვერდი. მასში მთელი ინფორმაციაა მოქცეული.
მეორე ტეში მოქცეულია keyword-ები, გვერდის კოდირება, სათაური და დანარჩენი ზოგადი ინფორმაცია.
მესამე ტეგში მოქცეულია დოკუმენტის ის ნაწილი, რომელიც ვებ-გვერდზე ჩანს.

<ტეგი> </ტეგი> - ასეთ ტეგებს ტეგ-კონტეინერებსაც ეძახიან. იმიტომ, რომ მათ შიგნით კიდევ შეიძლება ტეგის ჩასმა.

მიაქციეთ ყურადღება:

<ტეგი1><ტეგი2><ტეგი3> ... </ტეგი3></ტეგი2></ტეგი1>

ასეთი მიმდევრობა სწორად ითვლება: ტეგი, რომელიც პირველი იხსნება, ბოლო იხურება(ისევე, როგორც დანარჩენები).

შემდეგი მიმდევრობა კი უმეტეს შემთხვევაში შეცდომაა

<ტეგი><ტეგი2><ტეგი3> ... </ტეგი3></ტეგი1></ტეგი2>

ასე რომ, თავიდან დიდი ყურადღება გმართებთ სინტაქსთან, მაგრამ სისტემატიური მეცადინეობა მალე მინიმუმამდე დაიყვანს შეცდომის შანსს.

გილოცავ! შენ დაამთავრე თეორიული ნაწილი და შემდეგ ნაბიჯზე უკვე პრაქტიკულ სამუშაოსაც გაეცნობი. გისურვებ წარმატებას! :)