ნაბიჯი 2 - რა არის ტეგები? <html> <head> <title>პირველი ნაბიჯები</title> <META HTTP-EQUIV="Content-Type" Content="text/html; Charset=utf-8"> </head> <body> მოგესალმებით! ეს ჩემი პირველი ვებ-გვერდია! </body> </html> (ვნახოთ) ჩვენ უკვე ვიცით, რომ HTML ვებ-გვერდის მხოლოდ გრაფიკულ ნაწილზე აგებს პასუხს, მაგარმ არაფერი გვითქვამს იმაზე, თუ რის საშუალებით ახერხებს ის ამას. ეს მაგიური არსებები "ტეგები"(იარლიყები) არიან. HTML გამოსახავს ყველაფერს, რაც კი გზაზე(ანუ სინტაქსში) ხვდება, მაგრამ ამ გამოსახვის თავისებურებებს ტეგები განსაზღვრავენ. ვთქვათ თქვენ html გაფართოების ფაილში ჩაწერეთ რაიმე ტექსტი, მაგრამ როგორც არ უნდა დაიცვათ წერისას არეები, ბრაუზერში ის მაინც ერთ ხაზზე გამოისახება. ეს ხდება იმიტომ, რომ HTML მანამ წერს ტექსტს ერთ ხაზზე, სანამ კოდში სპეციალური ტეგი - <br> არ შეხვდება. ამის შემდეგ ის ხვდება, რომ მეორე ხაზზე უნდა გააგრძელოს წერა. შეგიძლიათ ეს თვითონ შეამოწმოთ. როგორ იწერება ტეგები? ყველაფერს, რასაც <> ჩარჩოს შიგნით მოაქცევთ, HTML ტეგად გაიგებს და შეეცდება მოძებნოს მისი შესატყვისი თავისი ტეგების "საწყობში", თუ ასეთი იპოვა, შეასრულებს, თუ ვერა - გააგრძელებს წერას უწინდებურ რეჟიმში, მაგრამ თქვენს არასწორ ტეგს არ ამოწერს. როგორც <b> ტეგის შემთხვევაში დავინახეთ, დამხურავი ტეგი იგივე იქნება, რაც გამხსნელი, მხოლოდ პირველ ჩარჩოსა და დანარჩენ ნაწილს შორის "/" დაემატება. მაგალითად, თუ მე მინდა დავწერო: " კომპინფო", ამისთვის კოდში ვწერ შემდეგს: " <b>კომპ</b>ინფო". ეს HTML-ს მიუთითებს, რომ "<b>...</b>" კოდში მოქცეული სიმბოლოების ნაკრები (ამ შემთხვევაში სიტყვის ნაწილი "კომპ") უნდა გაასქელოს. რა და რა სახის ტეგები არსებობს? ტეგები ორნაირია: ისინი, რომელთაც ტეგის ორი - გამხსნელი და დამხურავი ნაწილი გააჩნიათ და ისინი, რომელთაც დამხურავი ნაწილი არ სჭირდებათ. რა განსხვავებაა ამ ორი სახეობის ტეგს შორის? მაგალითად მე დამჭირდა სიტყვის გასქელება. ვიყენებ ტეგ <b>-ს(bold), მაგრამ იმისთვის, რომ HTML-მა გაარკვიოს, თუ სადამდე უნდა ასქელოს სიტყები, საჭიროა დამხურავი ნაწილი </b>, რომელიც მიუთითებს, რომ ტექსტის გამოტანა <b> ტეგის გახსნამდე არსებულ რეჟიმში გაგრძელდეს. მაგრამ იქნებ დამჭირდა მომდევნო ხაზზე გადასვლა? მაშინ ვიყენებ ტეგ <br>-ს, რომელსაც დამხურავი ტეგი არ სჭირდება. დავუბრუნდეთ ჩვენი მაგალითის განხილვას.
<<< ნაბიჯი 1 :უკან | წინ: ნაბიჯი 3 >>>
|