ნაბიჯი 37 - ხაზების შესახებ. ამ ნაბიჯში საკმაოდ გამოსადეგ გრაფიკულ ელემენტს - ხაზს შევისწავლით: მისი ნახვა ჩვენს სახელმძღვანელოშიც, ნებისმიერი ნაბიჯის ბოლოში შეგიძლიათ. თუმცაღა მას ბოლო დროს სულ უფრო და უფრო იშვიათად იყენებენ, ფორუმებსა და შთაბეჭდილებების გვერდში მაინც პოპულარული ატრიბუტია. ეს ყველაზე მარტივი, მხოლოდ ტეგით(ატრიბუტების გარეშე) გამოსახული ხაზია. ტეგს <hr> ჰქვია და რამდენიმე საჭირო ატრიბუტი აქვს:
<hr align="lefr" width="30%">:
<hr width="60%">: <hr size="8">: <hr noshade>: <hr color="CC0000"> ძალიან ნუ მიენდობით ფერის ატრიბუტს - ზოგიერთი ბრაუზერი მათ ვერ აჩვენებს. თუ ძალიან დაგჭირდებათ ფერადი ხაზი, ეს რჩევა გამოიყენეთ: შექმენით 1x1 სასურველი ფერის სურათი და ხაზის ადგილას ჩასვით, მხოლოდ სიგანედ ხაზის სიგრძე მიანიჭეთ. ასეთი სურათი არც მოცულობაში იქნება დიდი და მას და ხაზს შორის ვიზუალური განსხვავებაც არ იქნება. სხვათაშორის ასევე შეიძლება ორნამენტებიანი ან სხვა არაორდინალური ხაზის გაკეთება.
<<< ნაბიჯი 36: უკან | წინ: ნაბიჯი 38 >>>
|