ნაბიჯი 35 - რა არის IFRAME? ამ ნაბიჯში IFRAME-ს, ანუ გვერდში ჩაკერებულ ფრეიმს გავეცნობით. ჩვეულებრივი ფრეიმისგან განსხვავებით, მას გვერდში ნებისმიერ ადგილას უპრობლემოდ შეუძლია მოთავსდეს, რაც მას საკმაოდ მიმზიდველს ხდის. სინტაქსიც კი უფრო მარტივი აქვს. აი IFRAME-ს მაგალითი: ალბათ გეცნოთ. ძალიან ბევრ საიტს რეგისტრაციისას თავისი წესები და პირობები მოხერხებულობისთვის IFRAME-ში აქვს ჩასმული, რაც წაკითხვას აადვილებს. IFRAME გვერდზე ძალიან მარტივად, ტეგ <iframe></iframe>-ის საშუალებით თავსდება. ეს ზემოთ მოყვანილი IFRAME-ს კოდია: <IFRAME src="ancorpri.html" width="300" height="250" scrolling="auto" frameborder="1"></IFRAME> ატრიბუტი scr IFRAME-ში გასახსნელი გვერდის მისამართს შეიცავს, width და height მის სიგანეს და სიგრძეს განსაზღვრავენ, scrolling უკვე ნაცნობი ატრიბუტია, frameborder კი ჩარჩოს შესახებ ატარებს ინფორმაციას. "1" ნიშნავს, რომ ჩარჩო არსებობს, "0" ნიშნავს, რომ არ არსებობს. მგონი რთული არაფერია. მაგრამ IFRAME-ებს მხოლოდ სიკეთე როდი მოაქვთ - ზოგიერთი ბრაუზერი მათ გამოსახვაზე უარს ამბობს, ვერც ძველი ბრაუზერები დაიკვეხნიან ასეთი ფუფუნებით, ამიტომ კარგად დაფიქრდით მათ გამოყენებამდე, ექნებათ თუ არა თქვენს პოტენციურ მომხმარებლებს ამის შესაძლებლობა.
<<< ნაბიჯი 34: უკან | წინ: ნაბიჯი 36 >>>
|