მთავარი / HTML / პირველი ნაბიჯები - ფრეიმები  

ნაბიჯი 34 - ვმართავთ ფრეიმებს.

წინა ნაბიჯში ჩვენი გვერდი ამ სახემდე მივიყვანეთ, მაგრამ არაფერი გვითქვამს ფრეიმების მართვაზე. ეს ნაბიჯი სწორედ ამ თემას ეძღვნება.

პირველ რიგში თავიდან მოვიშოროთ scrolling-ის ზოლი ლოგოს ფრეიმში, მაინც არაფრადაა საჭირო, ლოგოს კი ფარავს:


     
<html>
<head>
<title>პირველი ნაბიჯები</title>
</head>
<frameset cols="100,*">
<frameset rows="100,*">
<frame src="logo.html" scrolling="no">
<frame src="menu2.html">
</frameset>
<frame src="content.html" name="frame1">
</frameset>
</html> (ვნახოთ)


scrolling <frame> ტეგის ატრიბუტია და უთითებს scrolling ზოლის მდგომარეობას. "yes" ნიშნავს, რომ ის ყოველთვის იქნება, "no" ნიშნავს, რომ არასდროს არ იქნება, "auto" კი ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში გაჩნდება.

შეგიძლიათ შეამოწმოთ - ზოლი არანაირ შემთხვევაში არ გაჩნდება, რადგანაც მნიშვნელობას "no" აქვს მინიჭებული.

შემოწმებისას არც კი ფიქრობთ იმაზე, რომ ფრეიმის ზომას არეგულირებთ. იქნებნ საიტის შემქმნელს არ უნდა რომ თქვენ ამის უფლება გქონდეთ? მათთვისაც მოიძლებნება საჭირო ატრიბუტი.

მას noresize ჰქვია და ფრეიმის ტეგში თავსდება. ეს ზომის რეგულირებას ნამდვილად გამორიცხავს. ასე რომ, დიქტატორ კოდერებს მშვიდად ყოფნა შეგიძლიათ :)



     
<html>
<head>
<title>პირველი ნაბიჯები</title>
</head>
<frameset cols="100,*">

<frameset rows="100,*">
<frame src="logo.html" scrolling="no" noresize>
<frame src="menu2.html" noresize>
</frameset>
<frame src="content.html" name="frame1" noresize>
</frameset>
</html> (ვნახოთ)


თუ მომხმარებელს ფრეიმის ზომის რეგულირების უფლება ჩამოვართმევთ, მაშინ ფრეიმის გამყოფი ზოლი უფუნქციოდ დარჩება. რახან მას არც ესთეტიური და აღარც ტექნიკური ფუნქცია აქვს, დროა მოვაშოროთ საიტიდან:


     
<html>
<head>
<title>პირველი ნაბიჯები</title>
</head>
<frameset cols="100,*" border="0">

<frameset rows="100,*">
<frame src="logo.html" scrolling="no">
<frame src="menu2.html">
</frameset>
<frame src="content.html" name="frame1">

</frameset>
</html> (ვნახოთ)


ეს ატრიბუტ border-ის საშუალებით მოხერხდა, რომელიც ტეგ <frameset>-ში ჩავსვით. მისი მნიშვნელობა 0-ზე დავიყვანეთ და სასურველი შედეგიც მიღებულია.

შეამჩნევდით, რომ noresize არ გამოგვიყენებია, თუმცა არ გეგონოთ, რომ პრობლემა ამით მოიხსნა - უბრალოდ გამყოფ ზოლზე ისრის "დამიზნება" გაძნელდა. თუ სრულად გინდათ მომხმარებელს ზომის რეგულირების ფუნქცია ჩამოართვათ, ამ ატრიბუტის ჩამატება მაინც დაგჭირდებათ.

კიდევ ერთი შტრიხი: ბრაუზერი ყოველთვის აკეთებს უხილავ ჩარჩოს ფრეიმის გარშემო, რაც ჩვენს ლოგის კუთხისკენ მიწევის უფლებას არ აძლევს. მოვაშლევინოთ ბრაუზერს ეს მავნე ჩვევა:


     
<html>
<head>
<title>პირველი ნაბიჯები</title>
</head>
<frameset cols="100,*" border="0">

<frameset rows="100,*">
<frame src="logo.html" scrolling="no" marginwidth="0" marginheight="0">
<frame src="menu2.html">
</frameset>
<frame src="content.html" name="frame1">

</frameset>
</html> (ვნახოთ)


marginwidth ფრეიმის გვერდებთან, marginheight კი ზედა ზოლთან არსებულ დაშორებას განსაზღვრავს.

ამით ფრეიმების თემა ამოვწურეთ. შემდეგ ნაბიჯში გვერდში ჩაკერებულ ფრეიმს, ანუ IFRAME-ს გავეცნობით და ამ თავსაც დავამთავრებთ.