ნაბიჯი 30 - ვსწავლობთ ფრეიმების შექმნას. სანამ ტექნიკურ მხარეზე გადავიდოდეთ, ჯერ ჩამოვაყალიბოთ, რამდენ ფრეიმს შევქმნით და როგორ განვალაგებთ მათ. მე ერთ საკმაოდ ხშირად გამოყენებულ კომბინაციას შემოგთავაზებთ. ის სამი ფრეიმის, ლოგოს(ქუდი), მენიუსა(ნავიგაცია) და მთავარი გვერდის, ანუ კონტენტისგან შედგება. განლაგება კი მრავალნაირი შეიძლება იყოს: თუმცა სხვა განლაგებები უფრო კარგი დიზაინით გამოირჩევიან, ჩვენ სიმარტივის გამო ჯერ ასეთ განლაგებაზე ვიმუშავებთ: კოდი შემდეგნაირი იქნება:
<frameset></frameset> უკვე ნაცნობია, ატრიბუტი rows ნიშნავს, რომ ფრეიმები სტრიქონებზეა განლაგებული, ხოლო მისი მნიშვნელობა ფრეიმებისთვის გამოყოფილ ადგილის ზომას ინახავს. პირველ ფრეიმს 100 პიქსელი შევხდა, მესამეს 150, მეორეს კი იმდენი, რამდენიც დარჩა, სწორედ ამას ნიშნავს სიმბოლო "*".
შემდეგ მოდის ფრეიმების ჩამონათვალი,რაც ტეგ <frame>-ით აღინიშნება. ატრიბუტი scr კი იმ ფაილის მისამართს უთითებს, რომელიც მოცემულ ფრეიმში უნდა გაიხსნას.
<<< ნაბიჯი 29: უკან | წინ: ნაბიჯი 31 >>>
|