ნაბიჯი 29 - ვეცნობით ფრეიმებს. ამ თავში ფრეიმებს შევისწავლით. რითი არიან ისე განსაკუთრებულნი, რომ მთელი თავი დაეთმოს? - იკითხავს რომელიმე მკითხველი. ფრეიმებს ერთი შეუცვლელი თვისება გააჩნიათ, რომელიც მნიშვნელობით ცხრილებს უტოლდება - მათ ერთ ფანჯარაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებული რამოდენიმე ვებ-გვერდის გახსნა შეუძლიათ. ანუ იგივე იქნებოდა, რომ ორი გვერდი ცალ-ცალკე გაგეხსნათ. ისინი ერთმანეთზე არ იმოქმედებდნენ, მაგრამ წამდაუწუმ გადართვა-გადმორთვა მოუხერხებელი იქნებოდა. ფრეიმი კი იძლევა იგივეს საშუალებას, ოღონდ სხვა ფანჯარაში გადასვლის აუცილებლობის გარეშე. რაში შეიძლება გამოვიყენოთ ეს ფუნქცია? ამ ფუნქციის გამოყენება ძალიან მრავალფეროვანია. მაგალითად, ძალიან მოხერხებულია სანავიგაციო პანელის შექმნისას. დავუშვათ, თქვენ შექმენით შიდა ბმულების პანელი და გვერდის დასაწყისში განათავსეთ. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ შიდა ბმულზე დაჭერის შემდეგ მომხმარებელს ხელახლა უწევს გვერდის დასაწყისში ასვლა შემდეგი სასურველი ბმულის მოძებნა, მაგრამ თუ თქვენ პანელს გვერდითა ფრეიმში მოათავსებთ, ხოლო თვითონ გვერდს სხვა ფრეიმში, მაშინ ბმულზე დაწკაპულებისას პანელი აღარს დაიკარგება, ის ხომ სხვა გვერდზეა მოთავსებული ;) თვალსაჩინოებისთვის ვნახოთ შიდა ბმულების მაგალითი, რომელშიც ფრეიმებია ჩამატებული. თუმცა ფრეიმების გამოყენება ყოველთვის კარგი როდია, მას ბევრი ხარვეზიც აქვს, მაგარმ ამ სახელმძღვანელოში ამაზე ლაპარაკი არ გვექნება, დაინტერესებულებს კი ვურჩევ ამ გვერდებს ეწვიონ: ფრეიმებს ერთი უცნაურობა ახასიათებთ: მათთვის ცალკე *.html ფაილია საჭირო, სადაც ფრეიმებზე ინფორმაცია შეინახება. მაგალითად, რამდენი ფრეიმი გაიხსნება მითითებულ გვერდში, რამდენ ადგილს დაიკავებს თითო ფრეიმი, როგორ იქნება განთავსებული - ჰორიზონტალურად თუ ვერტიკალურად და ა.შ. ძალიან ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ სწავლა, სწავლა და სწავლა გვწყურია, ამიტომ ვაგრძელებთ კითხვას: ჯერ უნდა შევქმნათ გვერდი, რომელიც ფრეიმებზე შეინახავს ინფორმაციას, მაგალითად ავიღოთ "frame.html" და ჩავწეროთ შემდეგი:
ნუ გადაახტებით კოდს, დაკვირვებით წაიკითხეთ, მგონი მასში ძალიან დიდი შეცდომაა.
ტეგი <body> გამორჩენილია! ეგ არაფერი, გვერდს, რომელიც ფრეიმებზე ინახავს ინფორმაციას, <body> არ სჭირდება - ინფორმაცია <head>...</head> ტეგში ინახება. შემდეგ, როგორც ხვდებით, შესაბამისი ტეგი დაგვჭირდება, რომელსაც <frameset> ჰქვია და უჩვენებს, რომ ფრეიმების ჩამონათვალი დაიწყო:
მგონი ამ ნაბიჯისთვის საკმარისია :) ფრეიმების ფუნქციონირებისთვის აუცილებელ სხვა ტეგებს შემდეგ ნაბიჯში გავეცნობით.
<<< ნაბიჯი 28: უკან | წინ: ნაბიჯი 30 >>>
|