ნაბიჯი 6 - პარაგრაფები და
. ვსწავლობთ ტექსტის გამოსახვას პარაგრაფის ტეგი მასში მოქცეული ტექსტის განლაგებაზე აგებს პასუხს. ის იწერება, როგორც
, ხოლო მისი ატრიბუტი align გვიჩვენებს, თუ როგორი განლაგება ექნება ამ ტეგში მოქცეულ ტექსტს. საბოლოო ჯამში კი გვაქვს ასეთი ჩანაწერი:

მრავალწერტილების ადგილას შესაბამისად ატრიბუტის მნიშვნელობა და ტექსტი უნდა ჩაიწეროს. ატრიბუტს კი სულ 4 მნიშვნელობა აქვს :
ნურასდროს გამოიყენებთ ცარიელ კონსტრუქციას:

ეს იგივეა, რაც

. ასე რომ, მის გამოყენებას აზრი არ აქვს. შეიძლება შეამჩნიეთ კიდეც, რომ ტექსტის განლაგება default-ად left-ზეა დაყენებული. ასევე საგულისხმოა, რომ დამხურავი ტეგი
-ს შემდეგ ავტომატურად გადადის ხაზზე, ანუ
-ს აკეთებს, მაგრამ რა ვქნათ, თუ ეს ფუნქცია ხელს გვიშლის? შეგვიძლია ალტერნატიული ... ტეგი გამოვიყენოთ, მაგრამ შენიშნავდით, რომ ის ტექსტს მარჯვენა, მარცხენა ან ორივე მხარეზე ვერ გაგისწორებთ :) თან საკმაოდ მოძველებულია და შეიძლება როდესმე ბრაუზერმა ტეგად აღარც კი ჩათვალოს. ხელახლა ისმის კითხვა - რა ვქნათ? პასუხი მარტივია -

გამოიყენეთ. ის იგივეს გააკეთებს, რასაც
, მაგრამ კურსორი ერთი ხაზით დაბლა აღარ ჩამოიწევს. ყველაფერი ზუსტად ისევე ჩაიწერება, რომგორც
-ს შემთხვევაში, მხოლოდ
-ით:

ტექსტი, რომელიც მაგალითშია გამოყენებული, ერთ-ერთი სტატიიდანაა აღებული. თქვენ, რა თქმა უნდა, იქ თქვენთვის სასურველ ტექსტს ჩასვამთ.
დაიმახსოვრეთ! პარაგრაფის შიგნით არ შეიძლება სხვა პარაგრაფის და
ტეგის გამოყენება, ასეთი კონსტრუქცია არც იმუშავებს და თქვენც დაგაბნევთ:

და

თუმცა
-ს ასეთი კონსტრუქციის ”ატანა” და შესრულება შეუძლია:

თუმცა ჩვენი საუბარი
და
-თან დაკავშირებით აქ მთავრდება, ნუ გეგონებათ, რომ მათ მეტი არაფერი შეუძლიათ. უბრალოდ თქვენ ჯერ მზად არ ხართ მათ გასაცნობად.
<<< ნაბიჯი 5 :უკან | წინ: ნაბიჯი7 >>>