ნაბიჯი 4 - როგორ შევცვალოთ ტექსტის ფერი? დავიწყოთ უმარტივესიდან, რომელიც ძალიან ხშირად გვჭირდება. გავაფერადოთ ჩვენი ტექსტი. HTML-ში ყველა ფერს თავისი კოდი გააჩნია. აქ ყველა ფერის კოდის მოძებნა შეგიძლიათ. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ გვერდს შეინახავთ - შეიძლება როდესმე გამოგადგეთ. იმისთვის, რომ ტექსტი გავაფერადოთ, ჩვენ ახალი ტეგის - font-ის შემოღება დაგვჭირდება. თუმცა მარტო ტეგი არ გვეყოფა, მისი ატრიბუტი color-იც დაგვჭირდება. საბოლოო ჯამში ვიღებთ ჩანაწერს: <font color="#...">...</font> თუკი ამ ხაზს თქვენს გვერდზე ჩასვამთ და მრავალწერტილებს ჩაანაცვლებთ ფერის კოდით და ტექსტით, მაშინ ტეგი იმუშავებს და თქვენი ტექსტიც გაფერადდება. მაგალითად: <font color="#FF0000"> მოგესალმებით! </font> სცადეთ და FF0000-ის მაგივრად ჩასვით სხვა მნიშვნელობა. ამ ტეგში მოქცეული ტექსტის ფერის მაშინვე შეიცვლება, ოღონდ ფერის კოდის მითითებისას და არ დაგავიწყდეთ წინ #(ძიეზის) დასმა. <html> <head> <title>პირველი ნაბიჯები</title> <META HTTP-EQUIV="Content-Type" Content="text/html; Charset=utf-8"> </head> <body> მოგესალმებით! <font color="#CC0000">ეს ჩემი პირველი ვებ-გვერდია!</font> </body> </html> (ვნახოთ) ტეგი <font>...</font> მრავალფუნქციურია. ის ასევე მშვენივრად ითავსებს შრიფტის ზომის, სახეობის, სტილის და კიდევ მრავალი ფუნქციის კონტროლს, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. მაგრამ როგორ დავსვათ რომელიმე ფერი მთელი გვერდის ძირითად ფერად? ამისთვის ტეგ <body>-ს ვუმატებთ ატრიბუტ text="#..."-ს და ვიღებთ შემდეგს: <body text="#..."> ... </body> აქ კი ისღა გვრჩება მრავალწერტილები სასურველი ფერის კოდით და ტექსტით შევცვალოთ. <html> <head> <title>პირველი ნაბიჯები</title> <META HTTP-EQUIV="Content-Type" Content="text/html; Charset=utf-8"> </head> <body text="#336699"> მოგესალმებით!<font color="#FF0000">ეს ჩემი პირველი ვებ-გვერდია!</font> </body> </html> (ვნახოთ) ტექსტის ფერის შეცვლა ვისაწავლეთ, ახლა ფონის ფერს მივხედოთ.
<<< ნაბიჯი 3.1 :უკან | წინ: ნაბიჯი 5 >>>
|