მთავარი / HTML / პირველი ნაბიჯები - ცხრილები  

ნაბიჯი 23 - ცხრილები - ვერტიკალის მართვა (valign).

ამ ნაბიჯში ჩვენ ვერტიკალის მართვას, ანუ ტექსტის ვერტიკალზე სურვილისამებრ განლაგებას ვისწავლით.

წარმოიდგინეთ, რომ დაგჭირდათ უჯრებში ტექსტის ასეთ განლაგების მიღება:



სწორედ ასეთი შემთხვევისთვის უნდა გავეცნოთ ატრიბუტ valign-ს. ის <tr> და <td> ტეგებში გამოიყენება და სამი მნიშვნელობა გააჩნია:
  1. top ტექსტს უჯრის თავში ათავსებს
  2. middle default მნიშვნელობაა და ტექსტს უჯრის შუაში ათავსებს
  3. bottom ტექსტს უჯრის ქვემოთა ნაწილში ათავსებს
აი კოდიც, რომელიც ზემოთ მოყვანილ ცხრილს მოგვცემს:


     
<table>
<tr>
<td height="35" width="50" bgcolor="#FFCC33" valign="top"> <center>1x1</center> </td>
<td width="50" bgcolor="#336699"> <center>1x2</center> </td>
<td width="50" bgcolor="#FFCC33" valign="bottom"> <center>1x3</center> </td>
</tr>
<tr>
<td height="35" width="50" bgcolor="#336699" valign="bottom"> <center>2x1</center> </td>
<td width="50" bgcolor="#FFCC33"> <center>2x2</center> </td>
<td width="50" bgcolor="#336699" valign="top"> <center>2x3</center> </td>
</tr>
</table>


დააკვირდით კოდს, ატრიბუტი valign მხოლოდ ოთხგან წერია, რადგანაც დარჩენილ ორ უჯრაზე ისედაც საჭირო მნიშვნელობაა დაყენებული.

ჩვენ უკვე ვიცით უჯრის შიგნით ტექსტის სურვილისამებრ განლაგება, ახლა დროა თვითონ უჯრებს მივხედოთ.