ნაბიჯი 15 - სურათის კიდევ ერთი შესაძლებლობა - ბმული.
წინა ნაბიჯებიდან უკვე ვიცით, რომ სურათი ბმულიც შეიძლება იყოს. ამის გასაკეთებლად ზუსტად ისე ვიქცევით, როგორც ტექსტის შემთხვევაში - სასურველ სურათს <a></a> ტეგში ვსვამთ.
<a href="prf.html"><img src="primtocodephoto.gif"></a>
ზუსტად ასევე შეგიძლიათ სურათით ელ-ფოსტა გააგზავნოთ:
<a href="mailto:domen@posta.ge"><img src="primtocodephoto.gif"></a>
ჩვენს მაგალითში ტექსტთან ერთად მოყვანილი სურათი სურათების გვერდზე(prf.html) ”მივაბით” და ამით ტექსტის ბოლოს ახალი ფრაზის დამატების აუცილებლობა მოვხსენით:
|
|
|
<html>
<head>
<title>პირველი ნაბიჯები</title>
</head>
<body text="#336699" bgcolor="#CFCFCF">
<div align="center">
<H3>მოგესალმებით!</H3><font color="#CC0000"> ეს ჩემი პირველი ვებ-გვერდია!</font> </div>
<p align="justify">
<a href="prf.html"><img src="primtocodephoto.gif" align="left" hspace="30" vspace="5" alt="intel"></a>ეს სტატია განკუთვნილია დამწყები მომხმარებლებისთვის, რომლებიც ვერ ერკვევიან პროცესორების დასახელებებში, მათ მწარმოებლებში და გამოყენების სფეროებში. პრაქტიკულად ასეთი სტატია დიდი ხნის წინ უნდა დაწერილიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ინტერნეტში ქვეყნდება პირველად. <b>სამწუხაროდ არცერთი კომპიუტერული რესურსი საწყის ეტაპებს დიდ ყურადღებას არ უთმობს</b>, რის გამოც ბევრ მომხმარებელს საკუთარი ძალებით და მიხვედრილობით უწევს გზის გაკვლევა საკმაოდ რთულ და დაქსაქსულ კომპიუტერულ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა 1-2 წლის თავზე სირთულეები ქრება, გარკვეული ცოდნა გროვდება და ყველაფერი მარტივდება, მაგრამ ხშირად პირველი არასწორი ნაბიჯები ბევრისთვის დიდი ხნის სინანულის ბრალია. </p>
</body>
</html> (ვნახოთ)
|
შეამჩევდით, რომ სურათს გარშემო ბმულისფერი ჩარჩო შემოერტყა. თუ მისი მოცილება მოგინდებათ, ატრიბუტ border-ის მნიშვნელობა გაანულეთ:
<img src="primtocodephoto.gif" align="left" hspace="30" vspace="5" alt="intel" border="0">
|